"თელასის" გენერალურ დირექტორად სერგეი კობცევი დაინიშნა

"თელასის" გენერალურ დირექტორად სერგეი კობცევი დაინიშნა

"თელასის" გენერალურ დირექტორად სერგეი კობცევი დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ამის შესახებ გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო.

კობცევი, რომელმაც ამ თანამდებობაზე დევი კანდელაკი შეცვალა, ამ დრომდე "სანგტუდინსკაია ჰესი -1"-ის (ტაჯიკეთი) გენერალური დირექტორი იყო.

"თელასის" ცნობით, სერგეი კობცევმა 1995 წელს დაამთავრა ხაბაროვსკის ეკონომიკისა და სამართლის სახელმწიფო აკადემია. 2002- 2013 წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ღია სააქციო საზოგადოებებში - "ხაბაროვსკენერგო", "შორეული აღმოსავლეთის გენერირების კომპანია", "აღმოსავლეთის ენერგეტიკული კომპანია" და "სანგტუდინსკაია ჰესი -1".

"თელასის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, დევი კანდელაკმა კი "ინტერრაო ეეს" -ში - შპს "მტკვარი ენერგეტიკის", სს "ხრამჰესი 1"-ს და "ხრამჰესი-2" -ს გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ