რას შეცვლის რობერტ სტურუა თელავის გაყინულ თეატრში

რას შეცვლის რობერტ სტურუა თელავის გაყინულ თეატრში

რეჟისორი რობერტ სტურუა თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო კონსულტანტად დაინიშნა. ამის შესახებ მსახიობ თემურ ხუნაშვილის სპექტაკლის "ლამაზი ცრემლები" პრემიერაზე თავად რეჟისორმა განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს თეატრის აღორძინებისთვის. ამიერიდან თეატრში დადგმულ ნებისმიერ წარმოდგენას პრემიერამდე რობერტ სტურუა ჩაიბარებს.

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თელავის თეატრის სამხატვრო კონსულტანტად დანიშვნას, თეატრის მმართველი პაატა გულიაშვილი დადებითად აფასებს. სტურუას აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას, ისტორიულ ფაქტად აფასებენ თელავის თეატრის მსახიობები. მათი თქმით, მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის გვერდით მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია.

სრული ვერსია

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა