20 პირობითი მსჯავრდებული სოფელში დასაქმდება

20 პირობითი მსჯავრდებული სოფელში დასაქმდება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გაზარდოს ციხიდან გამოსული ადამიანების არა კონტროლი, არამედ მათი დასაქმების მექანიზმები.

"მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის დახმარებით საგრძნობლად შემცირდება ყაჩაღობის და კრიმინალის ფაქტები. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დავდეთ შეთანხმება, რის საფუძველზეც 20 პირობით მსჯავრდებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის შემსწავლელ ერთთვიან კურსს გადის, მათ უკვე დაასრულეს თეორიული სწავლება და ამჯერად პრაქტიკულ კურსს გადიან. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, პრობაციონერები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს და თავიანთ რეგიონში მექანიზატორის სპეციალობით დასაქმების გარანტია მიეცემათ", - აცხადებს გიორგაძე.

სრული ვერსია

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა