გიორგი ყორღანაშვილის მხარდასაჭერ საქველმოქმედო სპექტაკლზე მხოლოდ სამი ბილეთი გაიყიდა

გიორგი ყორღანაშვილის მხარდასაჭერ საქველმოქმედო სპექტაკლზე მხოლოდ სამი ბილეთი გაიყიდა

დღეს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ახალგაზრდა მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის მხარდასაჭერად საქველმოქმედო სპექტაკლი "შემოსავლიანი ადგილი" იმართება. თუმცა სპექტაკლზე დასასწრები მხოლოდ სამი ბილეთია გაყიდული. საქველმოქმედო ჩვენება ერთი კვირით ადრე დაიგეგმა და მოწვევა 800-ზე მეტ ადამიანს გაეგზავნა.

"მესხიშვილის თეატრის დასმა გადაწყვიტა, მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის მხარდასაჭერად ეთამაშათ სპექტაკლი, რომელშიც ახალგაზრდული დასი მონაწილეობს. ახალგაზრდები ეხმარებიან ახალგაზრდებს. ერთი კვირით ადრე გავავრცელე ინფორმაცია მესხიშვილის თეატრის ვებ-გვერდზე. პირველივე დღეს 800 მნახველი ყავდა ამ პოსტს, მაგრამ ახლა გაყიდულია მხოლოდ სამი ბილეთი. მეუბნებიან რომ მოვლენ, იმედია ქუთაისი არ მოიჭრის თავს და არ აჩვენებს გულგრილ დამოკიდებულებას", - ამბობს მესხიშვილის თეატრის პიარ-მენეჯერი ნანა ქაჯაია.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა