"სარეკლამო იროკეზი" - ამერიკელმა ვარცხნილობა შემოსავლის წყაროდ აქცია

"სარეკლამო იროკეზი" - ამერიკელმა ვარცხნილობა შემოსავლის წყაროდ აქცია

რთულია, ხალხში ვერ შეამჩნიო ადამიანი თავზე იროკეზით. სწორედ ამიტომ 31 წლის ამერიკელმა გაზმი ჯოზეფმა ამით ფულის შოვნა გადაწყვიტა. ის ეპატაჟურ ვარცხნილობას სხვადასხვა კომპანიის რეკლამებისთვის იყენებს.

ამერიკელს უკვე დიდი ხანია ასეთი ვარცხნილობა აქვს, თუმცა მისი ბილბორდად გამოყენება მხოლოდ ახლა მოიფიქრა. ერთხელ მას ერთ-ერთი წვეულების შესახებ ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს. გაზმის ორიგინალური იდეა გაუჩნდა - მან წვეულების შესახებ იროკეზზე საღებავით რამდენიმე სიტყვა დაწერა.

მას შემდეგ ამერიკელის იროკეზი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლა გაზმის საკუთარი საიტიც აქვს, სადაც აქტიურად ათავსებს მისი ბილბორდი-იროკეზის ფოტოებს, რათა მომავალმა დამკვეთებმა უცნაური რეკლამის შესაძლებლობები უკეთ შეაფასონ.

იმისათვის, რომ იროკეზზე განთავსებულმა რეკლამამ უკეთ იმუშაოს, გაზმის წვეულებებზე და თავშეყრის ადგილებზე ხშირად გამოჩენა ევალება.

მისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამკვეთი კომპანია google-ია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს