ფოტოგრაფი გარეული ფრინველების გადასაღებად ორიგინალურ ხრიკებს მიმართავს

ფოტოგრაფი გარეული ფრინველების გადასაღებად ორიგინალურ ხრიკებს მიმართავს

ფოტოგრაფები საინტერესო კადრისთვის მსხვერპლზე ხშირად მიდიან. ველური ბუნების სფეროში მომუშავე ფოტოგრაფებს საშიშ მტაცებლებზე "ნადირობა" შიშველი ხელებითა და ფოტოკამერით უწევთ. ამიტომ ისინი ზოგჯერ იძულებულნი არიან ორიგინალურ ხრიკებს მიმართონ.

41 წლის ფოტოგრაფი ჰენრიკ იანოვსკი ველურ ბუნებაში მრავალი წელია მუშაობს. მისმა კოლეგამ სახალისო ფოტოები გადაიღო, რათა საზოგადოებისთვის ფოტოგრაფის ერთი ჩვეულებრივი დღე ეჩვენებინა. ჰენრიკს  ფრინველების ტბაში გადაღება სურდა, მაგრამ მის დანახვაზე ისინი ფრთხებოდნენ და მიფრინავდნენ.

კოლეგა ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ იანოვსკი ყინულით სავსე ტბაშია ჩაფლული, ფოტოკამერა გასაბერ ნავზე მოთავსებულ თეთრ ტომარაში აქვს დამალული, ზემოდან კი სათამაშო გედი უდევს. სასურველი კადრისთვის ჰენრიკი ცივ წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა.

"თუ არ გსურს, რომ ხელოვნური ფოტოები გადაიღო, ობიექტს უნდა ჩაუსაფრდე და ყველაზე ცოცხალ ემოციას დაელოდო. ასევეა ფრინველებშიც. არ შევაწუხე და კადრებიც კარგი გამოვიდა. ვერ აგიღწერთ რას განვიცდი, როდესაც ათასობით იხვის, ბატის, წეროსა და გედის გარემოცვაში ვარ და ვერც კი მამჩნევენ", - ამბობს ფოტოგრაფი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს