თავზეხელაღებული არაბები

თავზეხელაღებული არაბები

საუდის არაბეთში მცხოვრებ მამაკაცებს ექსტრემალური გართობა იზიდავს. ტურისტებს არა ერთხელ უხილავთ

არაბი კაცები, რომლებიც ავტომაგისტრალებზე შთამბეჭდავ ტრიუკებს აკეთებენ. მათ ყველაზე მეტად ავტომობილის ორ ბორბალზე გაჩერება მოსწონთ და ამ მანევრს "გვერდით კედელზე სეირნობას" უწოდებენ.

ექსტრემალი ახალგაზრდა არაბები ტექნიკის დახვეწაზე მუშაობენ. ისინი რბოლისას ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში მანევრების შესრულებასაც არ ერიდებიან. მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა მაღალი სისწრაფით მიმავალი ავტომობილიდან გადმოხტომა, შუა რბოლისას ავტომობილის საბურავის მოხსნა, გახეთქვა, სახურავზე ასვლა და ხმამაღლა ყვირილი, ასევე მგზავრების ბორბლებქვეშ შევარდნა და სხვა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს