ახალქალაქის ხელისუფლებაში ცვლილებები "ოცნების" სცენარს ასცდა

ახალქალაქის ხელისუფლებაში ცვლილებები "ოცნების" სცენარს ასცდა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ხელმძღვანელი პირების შეცვლა დაიწყო. სცენარი თითქმის ყველგან ერთნაირია: საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატებმა შექმნეს "ოცნების" ფრაქციები, მიაღწიეს უმრავლესობას და შეცვალეს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც თავის მხრივ მუნიციპალიტეტის გამგებელიც შეცვალა. ახალქალაქში კი ცვლილება თავისებურად განხორციელდა - აქ არა თანამდებობის პირები, არამედ მათი პარტიული კუთვნილება შეიცვალა.

ახალქალაქის მუნიციპალტეტის საკრებულოს 31 დეპუტატიდან ("მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ერთის წევრის გარდა) ყველა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" იყო. თუმცა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალქალაქში პირველი ცვლილება, ფრაქცია "ქართული ოცნების" შექმნა იყო, მასში სამი დეპუტატი და სამივე ყოფილი "ნაციონალი" გაერთიანდა. ამას ფრაქციების "ქართული ოცნება - კონსერვატორები" და "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" შექმნა მოჰყვა. მთავრობის შეცვლის შემდეგ შექმნილ ყველა ფრაქციაში, ოფიციალური მონაცემებით, 10 ადამიანია. დეპუტატების შემდეგ, პოლიტიკური ორიენტაციების შეცვლა ხელმძღვანელმა პირებმა დაიწყეს. საკრებულოს თავმჯდომარემ ჰამლეტ მოვსესისიანმა არჩევანი - "რესპუბლიკელებზე", გამგებელმა ნაირი ირიციანმა კი "ოცნებაზე" შეაჩერა. მათი არგუმენტია, ის რომ "ოცნება" ძლიერი პარტიაა და მათი ბოლო ნაბიჯები მათთვის მოსაწონი. ამ ფონზე კი "ოცნების" აქტივისტები, რომელთაც რთული წინასაარჩევნო პერიოდის გამოვლა მოუხდათ და შემდგომში ხელისუფლებაში მოსვლის იმედი ჰქონდათ, მოვლენების ასე განვითარებას არ ელოდნენ.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა