მარსის ქანდაკებას ბერლუსკონის თხოვნით მიმაგრებული პენისი მოაშორეს

მარსის ქანდაკებას ბერლუსკონის თხოვნით მიმაგრებული პენისი მოაშორეს

მარსისა და ვენერას უძველეს ქანდაკებებს, რომლებიც სილვიო ბერლუსკონის რეზიდენციაში ინახებოდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეკვეთით მიმაგრებული ნაწილები - პენისი და ხელი მოაშორეს.

მარსისა და ვენერას ქანდაკებები ჩვ.წ.აღ-ით 175 წლით თარიღდება. ორივე ქანდაკება 1918 წელს ოსტიას გათხრებისას უკვე დაკარგული ნაწილებით აღმოაჩინეს.

2010 წელს ეროვნულმა მუზეუმმა, სადაც ძეგლი ინახებოდა, ისინი ბერლუსკონის რეზიდენციას გადასცა. სწორედ მაშინ მოითხოვა იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარსისთვის პენისის და ვენერასთვის ხელის "აღდგენა".

ბერლუსკონის გადაწყვეტილებამ ხელოვანთა საზოგადოებაში კრიტიკა გამოიწვია. კერძოდ, ისინი უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ სამუშაოებზე 70 000 ევრო დაიხარჯა.

ბერლუსკონიმ პრემიერის პოსტი 2011 წლის შემოდგომაზე დატოვა. ძეგლები მუზეუმს 2012 წლის მაისში დაუბრუნდა, სადაც მათთვის თავდაპირველი სახის დაბრუნება გადაწყდა. ეს სკულპტურების დაზიანების გარეშე მოხერხდა, რადგან დეტალები მაგნიტით იყო მიმაგრებული.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს