მცხეთა-მთიანეთში გარდაცვლილთა რიცხვი დაბადებულთა რიცხვს საგრძნობლად აღემატება

მცხეთა-მთიანეთში გარდაცვლილთა რიცხვი დაბადებულთა რიცხვს საგრძნობლად აღემატება

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2 ქალაქი, 7 დაბა და 582 სოფელია. 2012 წელს, სტატისტიკური მონაცემებით, რეგიონში 1513 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ როდესაც მხოლოდ 1235 ბავშვი დაიბადა ანუ რეგიონში გარდაცვლილთა რიცხვი 278-ით აღემატება დაბადებულთა რიცხვს. შარშან ბავშვი არ დაბადებულა პირიქითა ხევსურეთსა და ბევრ სხვა სოფელში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის მონაცემებით, აფხაზეთის გარდა, საქართველოს დარჩენილი 11 რეგიონიდან 6-ში (კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში) დეპოპულაციაა დაწყებული ანუ გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულების რაოდენობას ჭარბობს. ბუნებრივი მატების ნაცვლად კლებაა. გასულ წელს, საქართველოში სულ 57 031 ბავშვი დაიბადა (რაც წინა წელთან შედარებით 1,7 პროცენტით ნაკლებია. დაბადებულ ჩვილთაგან 29 801 ბიჭი იყო, 27 230 - გოგო, ანუ საგრძნობი დისბალანსია ახალშობილთა სქესობრივ სტრუქტურაშიც.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა