საგარეჯოს გამგეობიდან 30 თანამშრომელი გაათავისუფლეს

საგარეჯოს გამგეობიდან 30 თანამშრომელი გაათავისუფლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი ლოლაძემ 29 მარტს გამგეობიდან 30 თანამშრომელი გაათავისუფლა. გამგებლის განცხადებით, თანამშრომლების გათავისუფლება არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ რეორგანიზაციის მიზეზით მოხდა. მისივე თქმით, ვაკანტურ ადგილებზე დროებით, მოვალეობის შემსრულებლებად "ქართული ოცნების" აქტივისტები დაინიშნებიან.

"პოლიტიკური სარჩული არ აქვს, მაგრამ თუ იფიქრებენ, რომ პოლიტიკურია, იფიქრონ, რა გავაკეთო აბა. გავათავისუფლე როგორც სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე სპეციალისტები. ესენი ძველი კადრები იყვნენ და მიმაჩნია, რომ არაპროფესიონალები იყვნენ. გამოცხადდება კონკურსი და მათაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. მანამდე მოვალეობის შემსრულებლებს დავნიშნავთ, უკვე შერჩეული გვყავს კადრები, ზოგი "ქართული ოცნებიდან" იქნება, ზოგი, რა ვიცი...", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა