ფინურ სასტუმროში ძილისთვის ფულს იხდიან

ფინურ სასტუმროში ძილისთვის ფულს იხდიან

ფინეთის ერთ-ერთი სასტუმრო პროფესიონალ მძინარას ეძებს, რომელსაც მაღალანაზღაურებად კონტრაქტს სთავაზობს. კონტრაქტის პირობებით, ახალი თანამშრომლის ძირითადი მოვალეობა რეგულარული ძილი და ბლოგის წარმოებაა, რომელშიც სიზმრების შესახებ ორიგინალური ჩანაწერები უნდა გააკეთოს.

შესაფერისი კანდიდატის ძებნა აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ამ თანამდებობაზე ნებისმიერ მსურველ ახალგაზრდა ადამიანს შეუძლია დასაქმება, რომელმაც ფინური, ინგლისური და რუსული ენები იცის.

კონტრაქტი 35-დღიან თანამშრომლობას ითვალისწინებს, მისი მოქმედება კი მაისში დაიწყება. ამჟამად, სამუშაოს მიღების სურვილი 1000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

მომზადებულია newsme.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს