უშვილობას მამაკაცები უფრო განიცდიან, ვიდრე ქალები

უშვილობას მამაკაცები უფრო განიცდიან, ვიდრე ქალები

ქალებზე მეტად შვილის ყოლა მამაკაცებს სურთ. კაცები ბავშვების გარეშე თავს ცუდად გრძნობენ და ამის გამო დეპრესიაშიც კი ვარდებიან. მამაკაცებს აშინებთ, რომ ცოლს ვერ შეირთავენ და შვილები არ ეყოლებათ - ამ საკითხს ასე მძაფრად სუსტი სქესის წარმომადგენლები არ განიცდიან. მამაკაცები, რომელთაც შვილები არ ჰყავთ, თავს მარტოსულად, მოწყენილად და საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ.

ეს დასკვნა მეცნიერებმა ლონდონში ბრიტანული სოციოლოგიური ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინეს.

რასაკვირველია, ყველა დაუქორწინებელი ადამიანი ამბობს, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება შვილია, თუმცა ქალები და მამაკაცები ამ საკითხს რადიკალურად განსხვავებულად უდგებიან. ქალებისთვის ეს თემა ბიოლოგიურ მზადყოფნასთან ასოცირდება, კაცებში კი კულტურული და სოციალური გავლენით აიხსნება.

"შეჯამებული სამუშაო გვიჩვენებს, რომ ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირად ხიბლავთ მშობლის სტატუსი. თუმცა, მამაკაცები გარკვეულ ასაკში უფრო მეტად განიცდიან, რომ შვილები არ ჰყავთ. ჩვენმა კვლევამ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი, რომ შვილებზე მხოლოდ ქალები ოცნებობენ, უარყო. შედეგით თავადაც გაოცებულნი დავრჩით", - ამბობს კილის უნივერსიტეტის პროფესორი რობინ ჰედლი.

მომზადებულია newsrt.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს