გურიაში პოლიტიკური ნიშნით 170-მდე ადამიანია გათავისუფლებული

გურიაში პოლიტიკური ნიშნით 170-მდე ადამიანია გათავისუფლებული

გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი უკვე რამდენიმე თვეა ტრადიციულ ორშაბათის თათბირებს აღარ მართავს. როგორც ირკვევა, "ნაციონალი" ჩიტაიშვილი "მეოცნებე" გამგებლებს ნორმალურად არც კი იცნობს. ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის თქმით, გუბერნატორს მხოლოდ ერთხელ შეხვდა და ისიც სავალდებულო სიტუაციაში. საუბარია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის ოზურგეთში ვიზიტზე. "ეს იყო "ვინუჟდენი" შეხვედრა. როგორც ვიცი, ბატონი ვალერი დადის ჩოხატაურში, თუმცა, გამგეობის ნაცვლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს სტუმრობს", - აღნიშნავს ჯინჭარაძე.

გურიაში პრეზიდენტის რწმუნებული ვალერი ჩიტაიშვილი კი აცხადებს, რომ კოჰაბიტაციისა და შეხვედრის პრობლემა არ აქვს. მისი თქმით, ყოველთვის მზად არის ყველა იმ ძალასთან თანაარსებობის, ვისთვისაც ძვირფასი სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესებია და არა უცხო ქვეყნების მტრული დაკვეთა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა