ელიზაბეტ მეორეს ხელფასი გაუზარდეს

ელიზაბეტ მეორეს ხელფასი გაუზარდეს

ბრიტანეთის დედოფალს, ელიზაბეტ II ყოველწლიური ხელფასი 5 მლნ ფუნტი სტერლინგით გაუზარდეს. 2013-12\14 წლებში დედოფალი 31 მლნ ფუნტი სტერლინგის ნაცვლად, 36 მლნ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. ფინანსთა სამინისტრო დიდი ხანია ითხოვდა ელიზაბეტ მეორის ხელფასის გაზრდას.

ამ ფულს დედოფალი პირადი ანგარიშებისთვის, ლაქიების მომსახურებისთვის, პერსონალის ხელფასებისთვის და ბუკინგემის სასახლისთვის დახარჯავს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

როგორც წესი, ამ მომსახურებაში წელიწადში 10 მლნ ფუნტი სტერლინგი იხარჯება, აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ხელფასის გარდა, დედოფალს ძალიან დიდი ქონება აქვს და დივიდენდებს იღებს.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ი იუწყება, 20 წლის განმავლობაში დედოფალს ხელფასი პირველად გაუზარდეს. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა ფინანსური კრიზისი, რომლის დროსაც ელიზაბეტმა თავისი საინვესტიციო კაპიტალის მესამედი, 37 მლნ ფუნტი სტერლინგი დაკარგა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს