თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე 150 ლარით დაჯარიმდა

თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე 150 ლარით დაჯარიმდა

თელავის რაიონული სასამართლომ, საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი 150 ლარით დაჯარიმდა. სასამართლოზე წარმოდგენილი მასალების თანახმად, 2013 წლის 21 მარტს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის სამუშაო ოთახში შევიდა შსს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი. მან მოსამართლეს განუმარტა, რომ წინააღმდეგობის გაწევისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ჰყავდათ პირი, რომელიც წარსულში არაერთხელ იყო ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული და ჯარიმების გადახდაზე აცხადებდა კატეგორიულ უარს.

როგორც უზენაეს სასამართლოში განმარტავენ, ფარეშიშვილს სურდა, რომ შსს სამმართველოს მოთხოვნა სამართალდამრღვევის მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე დაფიქსირებულიყო საქმის მასალებში.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა