დაქორწინებული კაცები მარტოხელებზე 30%-ით მეტ ფულს შოულობენ

დაქორწინებული კაცები მარტოხელებზე 30%-ით მეტ ფულს შოულობენ

დაქორწინებული მამაკაცები უფრო მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე მათი მარტოხელა კოლეგები, - ამბობენ ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მკვლევარები. მათი აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქალები ცხოვრების თანამგზავრად უფრო წარმატებული კარიერის მქონე პარტნიორებს ირჩევენ, ხოლო დამსაქმებლები მამაკაც თანამშრომლებში პასუხისმგებლობას და აქტიურობას აფასებენ.

თავად მამაკაცებსაც, როდესაც აქვთ ოჯახის რჩენის საშუალება, ოჯახის შექმნის იდეაც მაშინ უჩნდებათ. ექსპერტების თქმით, ამის გათვალისწინებით დაოჯახებული მამაკაცები, უცოლოებთან შედარებით 10-30%-ით მეტ ფულს შოულობენ.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ცოტა შემოსავალი პრინციპულ მარტოხელებს აქვთ. მათზე ოდნავ მეტი ფული განქორწინებულებს. შემდეგ სიაში მოდიან ქვრივები, ქორწინებაში მყოფი, თუმცა ცალკე მცხოვრები მამაკაცები. მათზე მეტს შოულობს ის, ვინც სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება და ბოლოს ყველაზე მეტი შემოსავალი აქვს მამაკაცს, რომელიც ოფიციალურადაა დაქორწინებული.

ქალების შემთხვევაში ასეთი ურთიერთდამოკიდებულება არ ფიქსირდება.

მომზადეულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს