"მედალფა" ყოფილ პაციენტებს სასამართლოში უჩივის

"მედალფა" ყოფილ პაციენტებს სასამართლოში უჩივის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულმა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრმა შპს "მედალფამ" სასამართლოში სარჩელი იმ პაციენტების წინააღმდეგ შეიტანა, რომლებიც ახლო წარსულში აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობდნენ, სხვადასხვა სირთულის ოპერაციები გაიკეთეს და სრული თანხა ეკონომიური სიდუხჭირის გამო ვერ გადაიხადეს. ამ პაციენტთაგან ზოგიერთი სოციალურად დაუცველ ფენას განეკუთვნება. თავის მხრივ "მედალფაში" აცხადებენ, რომ სოციალურ სამსახურს არ წარმოადგენენ და შეჭირვებულებს ვერ დაეხმარებიან.

"ერთი წლის წინ, 4 აპრილს, გავიკეთე საკეისრო კვეთა. ნახევარი თანხა, 435 ლარი გადავიხადე და დარჩენილი იყო 535 ლარი. 5 დღის შემდეგ, საავადმყოფოდან რომ უნდა გამოვსულიყავი, იძულებული გავხდი ხელშეკრულებისთვის მომეწერა ხელი, რომ დანარჩენ თანხას გადავიხდიდი. ახლა მიჩივლა შპს "მედალფამ". ასე მითხრეს საავადმყოფოში ექიმებმა, საშუალება თუ არ გქონდა, ქალბატონო, რას აჩენდი მეორე შვილსო. ეს ქვეყანაა? მე რა დავაშავე, შვილის გაჩენისთვის მსჯიან? ორი მცირეწლოვანი შვილით რომ გარეთ გამომაგდონ სახლიდან, ეს სამართალია? - ამბობს "მედალფას" ერთ-ერთი პაციენტი მირანდა გოგიბერიძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა