ია ანთაძე - "წიგნების ავტორები და გამომცემლები "მხედრიონულად" გაიძარცვებიან"

ია ანთაძე - "წიგნების ავტორები და გამომცემლები "მხედრიონულად" გაიძარცვებიან"

ჟურნალისტი ია ანთაძე სასწავლო წიგნების ავტორებისა და გამომცემლობების "გაკულაკების" საშიშროებაზე საუბრობს.

"თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, განათლების სამინისტრო დღეს უპასუხებს გამომცემლობებს და სასწავლო წიგნების ავტორებს, აამოქმედებს თუ არა შაშკინის მიერ ხელშეკრულებაში ჩადებულ კაბალურ პუნქტს, - რომლის მიხედვითაც, სასწავლო წიგნები დაიბეჭდება გამომცემლობების და ავტორების გვერდის ავლით.

ამ "მხედრიონული" პუნქტის ამოქმედება შაშკინმაც კი ვერ გაბედა.

წიგნების გამზადებული ელ.ვერსიები ინახება სამინისტროში. ადგებიან და დაბეჭდავენ ისე, რომ გამომცემლობები და ავტორები დარჩემიან "გვერდზე". ანუ ინტელექტუალური საკუთრება, ფაქტობრივად, ჩამოერთმევათ.

ბავშვებს წიგნები დაურიგდებათ უფასოდ, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ წიგნების ავტორები და გამომცემლები "მხედრიონულად" გაიძარცვებიან.

ერთი მხრივ, აკადემიური თავისუფლების საკონსტიტუციო გარანტიებს ვითხოვთ და, მეორე მხრივ, გამომცემლობებს "ვაკულაკებთ"? გაუგებარია.

წიგნის გამოცემა ბიზნესია და ყველას თავისი პირობები აქვს. ახალი წესები თუ ამოქმედდა, ავტორები, დაახლოებით, რვაჯერ ნაკლებს მიიღებენ ყველა წიგნში", - წერს ანთაძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს