"ნაციონალების" აქციას ქუთაისის მერია სარეზერვო ფონდიდან აფინანსებს?

"ნაციონალების" აქციას ქუთაისის მერია სარეზერვო ფონდიდან აფინანსებს?

ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან იმ პირებზე იგეგმება თანხების გაცემა, რომლებიც 19 აპრილს,"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციაზე წასვლას აპირებენ", - აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის" წარმომადგენლებმა მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

კოალიციის წარმომადგენელთა განცხადებით, მუნიციპალიტეტების მიხედვით შექმნილია სპეციალური შტაბები, რომლებიც სათანადო ანაზღაურების შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! თბილისში, "ნაციონალების" აქციაზე ხალხს მობილიზებას უკეთებენ. კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენლმა მანანა მანაგაძემ აღნიშნა, რომ რადგან 19 აპრილი სამუშაო დღეა, ამ დღეს საჯარო მოხელეეები სამუშაო ადგილებზე უნდა იმყოფებოდნენ. ამიტომ კოალიცია აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! დღეს საჯარო დაწესებულებებში მონიტორინგს განახორციელებს. ხოლო იმ საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც სამსახურებს უნებართვოდ მიატოვებენ და სამუშაო საათებში აქციაზე წავლენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. მანაგაძისვე თქმით, "ნაციონალების" მიერ დაანონსებულ აქციას ემსახურება სარეზერვო და ერთჯერადი მატერიალური დახმარების ფონდიდან თანხების გაცემის გახშირებული პრაქტიკა.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა