ია ფარულავა - "სილამაზის ეტალონი ლიკა ქავჟარაძეა საქართველოში - მას ჯერ ვერავინ აჯობა"

ია ფარულავა - "სილამაზის ეტალონი ლიკა ქავჟარაძეა საქართველოში - მას ჯერ ვერავინ აჯობა"

"უნაკლო და ზეციური სილამაზის ეტალონი ლიკა ქავჟარაძეა საქართველოში - მას ჯერ ვერავინ აჯობა სილამაზით", - წერს "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე მსახიობი ია ფარულავა. მსახიობი მოხუცი ქალის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სიბერეში სურს, ფოტოზე გამოსახული ქალის მსგავსად, ახალგაზრდული ნაპერწკლებით სავსე თვალები ჰქონდეს.

"რა სილამაზეა!!!! მისი სილამაზე მის ველურობაშია - დედამიწასავით ბებერი და ლამაზი... ესეთი პასპორტით ისღა დარჩენია რომ მარადისობას ღირსეულად შეუერთდეს... ვისურვებდი, რომ ესეთი ველური ვიყო, როცა დავბერდები :))))) ესეთი ველური თვალები ბევრ ახალგაზრდასაც კი შეშურდება

სანამ თვალებში ესეთი ნაპერწკალია, სული ცოცხლობს და თუხთუხებს :))))

მე არ ვარ ძალიან ლამაზი და უნაკლო, ნაკლები ყოველთვის მქონდა გარეგნობაში... უნაკლო და ზეციური სილამაზის ეტალონი ლიკა ქავჟარაძეა საქართველოში - მას ჯერ ვერავინ აჯობა სილამაზით", - წერს ია ფარულავა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს