ინდოელებს ვაშლის ნერგების დარგვის საშუალება არ მისცეს

ინდოელებს ვაშლის ნერგების დარგვის საშუალება არ მისცეს

გორის რაიონის სოფელ დიცის მოსახლეობამ ინდოელებს ვაშლის გაშენებაში ხელი შეუშალა. ისინი 140 ჰექტარ მიწის ფართობზე ნერგების დარგვას აპირებდნენ, თუმცა ამოთხრილი მიწა ადგილობრივებმა გადაასწორეს. ადგილზე რაიონის ხელმძღვანელობა და პოლიციელები ავიდნენ. დიცელები უკან დახევას არ აპირებენ. ტირძნისის შს ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

აქციის მიმდინარეობის დროს ტირძნისის პოლიციის უფროსი და ინდოელი ინვესტორებიც მივიდნენ. მესაკუთრეები ამტკიცებდნენ, რომ მათ ეს მიწები სრულიად კანონიერად შეიძინეს და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც წარადგინეს. იგივეს ამბობს პოლიციის უფროსი, ის მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდებდა. ამ მოწოდებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. "ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ, რას გვიზამთ? მთელ სოფელს დაგვიჭერთ?" - აცხადებდნენ დიცელები.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა