სად გაქრა პრეზიდენტის ლუქს-კლასის სასტუმროს ნომრის ავეჯი?

სად გაქრა პრეზიდენტის ლუქს-კლასის სასტუმროს ნომრის ავეჯი?

კურორტ ბახმაროს ტრადიციული დღესასწაული 50 წელზე მეტია ყოველ 19 აგვისტოს იმართება. გასულ წელს ხელისუფლებამ დღესასწაული "ნაციონალური მოძრაობის" პიარკამპანიად აქცია. მიხეილ სააკაშვილმა კურორტზე ახალაშენებულ სასტუმრო, ამფითეატრი და ამბულატორია გახსნა, თუმცა ნახევრად დასრულებული სასტუმრო, რომლის "ფეშენით" საქართველოს პრეზიდენტი ტელეკამერების წინ თავს ამაყად იწონებდა, ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქაში აიგო - "ნაციონალურმა ხელისუფლებამ" ის მხოლოდ გაარემონტა და როგორც 19 აგვისტოს ბახმაროში მყოფმა სააკაშვილმა განაცხადა, კურორტის სავიზიტო ბარათად აქცია. თუმცა, ეს რომ მხოლოდ და მხოლოდ კამერებისთვის დადგმული სპექტაკლი იყო, იმითაც დასტურდება, რომ სასტუმროში დღეს ავეჯის ნასახიც არ არის. არადა, პრეზიდენტს სასტუმროში სტუმრობისას, ლუქსის ტიპის ოთახში ბოლო მოდელის ავეჯი და ახალი თეთრეული დახვდა.

კითხვაზე თუ ვინ და სად წაიღო ავეჯი, პასუხი არავის აქვს. უფრო მეტიც, დღემდე გაურკვეველია ვინ უნდა მართოს სასტუმრო.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა