არასამთავრობო ორგანიზაციამ გამგებლების უკანონოდ დანიშვნის ფაქტებზე პროკურატურას მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ გამგებლების უკანონოდ დანიშვნის ფაქტებზე პროკურატურას მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა" გურჯაანის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების გამგებლების უკანონოდ დანიშვნის ფაქტებზე რეაგირებისათვის კახეთის საოლქო პროკურატურას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია საკრებულოების თავმჯდომარეებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. გამგებლის თანამდებობებზე გურჯაანში აკაკი ოსიაშვილი, დედოფლისწყაროში - ირაკლი შიოლაშვილი და საგარეჯოში გიორგი ლოლაძე უკანონოდ დაინიშნენ. გამგებლად დანიშვნამდე ისინი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები იყვნენ.

იურისტების განმარტებით, გამგებელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნიშნავს. ამავე კანონის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა კანონის 30 -ე მუხლში ჩამოთვლილი შემთხვევებისა. აღნიშნული მუხლი კი გამგებლისთვის გამონაკლისს არ ადგენს. არასამთავრობოების შეფასებით კი, სახეზეა საკრებულოების მხრიდან კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევა, რის შედეგადაც ეჭვის ქვეშ დგება როგორც გამგებლების უფლებამოსილება, ასევე - მათ მიერ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტის კანონიერება.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა