ვალერი გელაშვილს მინის ტარის ქარხნის ამუშავებას სთხოვენ

ვალერი გელაშვილს მინის ტარის ქარხნის ამუშავებას სთხოვენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის შენობის წინ, მინის ტარის ქარხნის მშენებლობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მაჟორიტარ დეპუტატს, ვალერი გელაშვილს შეხვდნენ. სამსახურიდან გათავისუფლებულმა მუშებმა პარლამენტარს ქარხნის ამუშავებაში დახმარება სთხოვეს. დეპუტატის თქმით, ის უახლოეს ხანებში ქარხნის გაჩერების მიზეზით დაინტერესდება.

ხაშურის მინის ტარის ქარხნის ხელახლა აღდგენას პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2012 წლის აპრილში გაუწია პრეზენტაცია. მშენებლობის გახსნას მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურიც ესწრებოდა. ქარხნის მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულებულიყო, სადაც 200 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდებოდა. უკვე 6 თვეა ქარხნის მშენებლობა გაურკვეველი მიზეზის გამო შეჩერებულია.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა