ლინდსი ლოჰანი ნაგვისგან შექმნეს

ლინდსი ლოჰანი ნაგვისგან შექმნეს

მხატვარმა ჯეისონ მეისირმა ლინდსი ლოჰანის ორიგინალური პორტრეტი ცარიელი ბოთლებისგან, სიგარეტის ნამწვებისგან და სხვა ნაგვისგან ააწყო.

მხატვარმა პორტრეტის შექმნას 50 საათი მოანდომა. ლინდსის სახე გამოუსადეგარი ნივთების გარდა, მსახიობთან დაკავშირებული ნივთებით, მათ შორის CD-დისკებით, საკრედიტო ბარათებით და ბორკილებითაა აწყობილი.

ჯეისონი იმედოვნებს, რომ ვარსკვლავი დააფასებს მის კრეატიულობას და ამ უცნაურ პორტრეტს თავის მისაღებ ოთახში ჩამოკიდებს.

"ძალიან მიყვარს ლინდსი! მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ! ვგონებ, მას ეს პორტრეტი ძალიან მოეწონება. ეს მხოლოდ ხუმრობაა. ეს პორტრეტი არის როგორც გლამურული, ისე მეოამბოხე", - განაცხადა ჯეისონ მეისირმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია yahoo.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს