თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს ვაჟის სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. მუქარის შემცველი წერილი ნადარეიშვილმა "ფეისბუქში" ვინმე თამარ ბურდულისგან მიიღო. ბურდული ნადარეიშვილის პოსტებზე ვრცელ კომენტარებს აკეთებს. გთავაზობთ ამონარიდებს მისი კომენტარებიდან:
"ის პატარა ვირთხა ბავშვი რო დაბადეთ კიდევ, იმხელა ზიზღი მაქვს თქვენს წინაშე, რომ ალბათ მაგ საცოდავ უჯიშო ბავშვს დაგიხრჩობდით, რომ შემეძლოს, თქვე ახვრებო!...
...კიდე რო ხმას იღებთ და დიდ გულზე რომ ხართ. ხმა ჩაიკმიდეთ და გაქრით, აორთქლდით საქართველოს მიწიდან და პირიდან. გარეწრების ბოზ-ბანდა მთელი ოჯახით და მეგობრებით...
...თქვენ ხართ ამოსაწყვეტი ოჯახი და უფრო და უფრო ვრწმუნდები ამაში, რაც დრო გადის. მერაბიშვილი ხალხს ჯერ შევარდნაძის დროიდან ეზიზღებოდა, მაგრამ მის მთლიან ოჯახზე და მასზე არ ყოფილა ასეთი აგრესია. ნეტა რატო? იმდენი შენი დედა მ....ტყან, რაც უდანაშაულოები ხართ დედა ბუდიანად, თქვე ახვრებო და სისხლის მსმელებო!...", - წერს თამარ ბურდული.
ახალაიას მეუღლემ ბურდულის შესახებ ინფორმაციის მოპოვება სცადა.
"თამარა ბურდული - გავარკვიე ვინც არის: ემიგრანტია, ამერიკაში ცხოვრობს 2000 წლიდან, 29 წლისაა, ბომჟია, მამამ მიატოვა, ქმარ-შვილი არ ჰყავს, წამალზე იჯდა ადრე, კაიფში იპარებოდა და გადარჩა და ეხლა სარწმუნოებაშია "გადავარდნილი", - წერს ნადარეიშვილი.
როგორც ექს-მინისტრის მეუღლე აცხადებს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არა აქვს, უჩივლებს თუ არა მუქარის წერილის ავტორს.



