ელიზაბეტ II ბონდის საუკეთესო გოგონად დაასახელეს

ელიზაბეტ II ბონდის საუკეთესო გოგონად დაასახელეს

ბრიტანეთის დედოფალი, ელიზაბეტ II ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგონას როლისთვის დააჯილდოვეს. დედოფალს ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის ხელოვნებათა აკადემიის (BAFTA) პრესტიჟული პრემია გადასცეს.

ელიზაბეტ მეორეს საპატიო ჯილდო, ჯეიმს ბონდის შესახებ სახალისო ვიდეორგოლში მონაწილეობისა და კინოს განვითარების მხარდაჭერისთვის მიენიჭა.

BAFTA-ს საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ უილისმა იხუმრა კიდეც, რომ ელიზაბეტ II ჯეიმს ბონდის გოგონათა შორის საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ სახუმარო ვიდეორგოლი აგენტ 007-ის შესახებ, სპეციალურად გადაიღეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისთვის. მასში მონაწილეობა თავად დედოფალმაც მიიღო.

"დღეს მე მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ წელს სპეციალურ პრიზს ჩვენ გადავცემთ მის აღმატებულებას, კინოსა და ტელეინდუსტრიის ფასდაუდებელი მფარველობისთვის", - აღნიშნა BAFTA-ს წარმომადგენელმა.

მანვე აღნიშნა, რომ ვიდეორგოლში დედოფლის მონაწილეობა ოლიმპიური თამაშების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად იქცა.

"ჩემს კოლეგებს, რომლებიც ახლა აქ არიან, სურთ გითხრან, რომ თუ უეცრად გადაწყვეტთ კარიერის გაგრძელებას ბრიტანულ კინოინდუსტრიაში, მათ უკვე აქვთ რამდენიმე სცენარი. მაგრამ მე ვალდებული ვარ გაგაფრთხილოთ, თქვენო უდიდებულესობავ, რომ რამდენიმე მათგანს ფინანსირებასთან პრობლემები აქვს", - კვლავ გაიხუმრა აკადემიის ხელმძღვანელმა.

დაჯილდოების ცერემონიას ელიზაბეტ II მეუღლესთან ერთად დაესწრო. BAFTA-ს ჯილდო "ოქროს ნიღაბი" დედოფალს მსახიობმა სერ კენეტ ბრანმა გადასცა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო: ოლიმპიადის გახსნაზე დედოფალი ელისაბედი ვერტმფრენიდან აგენტ 007-თან ერთად "გადმოხტა"

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს