"პირქუშმა კატამ" დაბადების დღე აღნიშნა

"პირქუშმა კატამ" დაბადების დღე აღნიშნა

კატა ტარდიმ, რომელიც სოციალურ ქსელებში Grumpy Cat-ის ("პირქუში კატა") სახელითაა ცნობილი, თავისი პირველი დაბადების დღე იზეიმა.

ფოტოები ტარდის დაბადების დღიდან, მის ოფიციალურ საიტზე განთავსდა. სურათებზე ჩანს, რომ ტარდის ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს - მას ჰქონდა საკუთარი ფოტოთი გაფორმებული ტორტი, ბუშტები და თავზე სადღესასწაულო ქუდიც ეფარა.

საიტზე განთავსებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, "პირქუში კატა" მაინც" უკმაყოფილო დარჩა.

ტარდი ინტერნეტ-ვარსკვლავად მას შემდეგ იქცა, რაც მისმა პატრონმა კატის ფოტო ვებგვერდ Reddit-ზე განათავსა. უცნაური გარეგნობის შინაური ცხოველის სურათმა ყველას ყურადღება მიიპყრო. მომხარებლებმა ცხოველის ფოტოსთვის სასაცილო სახელების დარქმევა დაიწყეს. საბოლოოდ, "პირქუში კატის" მეტსახელზე შეჯერდნენ.

მისი შემხედვარე ადამიანი იფიქრებს, რომ ამ კატას ვერც მოფერებით ასიამოვნებ და ვერც თევზით. მისი პატრონის, ტაბატა ბუნდესენის თქმით, შინაური ცხოველი დეფექტით დაიბადა, თუმცა მიუხედავად ამისა, თავს შესანიშნავად გრძნობს და ყველა სხვა დანარჩენი კატის მსგავსად, სრულფასოვნად ცხოვრობს.

ამ დროისთვის პირქუშ კატას "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდი და საკუთარი ვებ-გვერდი აქვს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია grumpycats.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს