მოწმე სოსო პავლიაშვილს ანგარიშსწორების დამკვეთად ასახელებს

მოწმე სოსო პავლიაშვილს ანგარიშსწორების დამკვეთად ასახელებს

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის სოსო პავლიაშვილის ირგვლივ აგორებული სკანდალი, რომელიც მისი ბავშვობის მეგობრისა და შვილის ნათლიის, ბიზნესმენ ანტონ (ავთო) ადუაშვილის მკვლელობას ეხება, აქტუალობას კვლავაც არ კარგავს. პავლიაშვილის სიძეზე ვახტანგ ჩხაპელიაზე, რომელიც ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ზეწოლა ხორციელდება და მისი ჩვენების შეცვლა იგეგმება, რაც მიზნად სოსო პავლიაშვილის საქმიდან "სუფთად" გამოსვლას ისახავს, - წერს ”გურია ნიუსი”.

2012 წლის 18 დეკემბრით დათარიღებულ დაკითხვის ოქმში კი მოწმე ვახტანგ ჩხაპელია პირდაპირ აცხადებს, რომ სოსო პავლიაშვილმა 50 000 დოლარი გადაიხადა ბავშვობის მეგობარზე, მეჯვარისა და შვილის ნათლიაზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. ჩვენებაში ჩხაპელია ყვება, რომ სოსო პავლიაშვილსა და ავთანდილ ადუაშვილს ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბათ. უფრო მეტიც, 2012 წელს, ანტონ ადუაშვილს, ერევანში სოსოსთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, საქამრეში ჩადებულ იარაღზე მიუნიშნებია და უთქვამს, ჩვენს შორის ძმობა კი არა, იარაღი არისო. ამასთან, მომღერალიც აღნიშნავდა, რომ ავთო ბოლო პერიოდში ძალიან საშიში გახდა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა