სათვალე პენტაგონი - ვარსკვლავური ჰიტი

სათვალე პენტაგონი - ვარსკვლავური ჰიტი

მუქშუშებიანი მზის სათვალე ბევრი ცნობილი ადამიანისთვის თითქმის აუცილებელ ატრიბუტად იქცა. ჩასაფრებული პაპარაცების ფოტოკამერების მოულოდნელმა ელვარებამ თვალი რომ არ მოსჭრათ, ვარსკვლავები მუქშუშებიან სათვალეს იშველიებენ.

მირანდა კერი, რიანა და სხვა ვარსკვლავები უპირატესობას ხუთკუთხა ფორმის, ე.წ. პენტაგონ სათვალეს ანიჭებენ. ამ ფორმის სათვალე ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელი აქსესუარია. ამ სათვალეს უწოდებენ chulte მიუ მიუსგან. მირანდა კერისა და რიანას გარდა ხუთკუთხა ჩარჩოიან სათვალეს ხშირად იყენებენ ნაომი უოტსი, ლეიტონ მისტერი და კამილა ბელი.

მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები, ძირითადად, მუქშუშებიან და ოქროსფერჩარჩოიან მოდელებს ირჩევენ, ხუთკუთხა ფორმის სათვალის არჩევანი საკმაოდ ფართოა - სხვადასხვა ფერისა და მასალის. სტილისტების აზრით, საოცარია, რომ ეპატაჟურ რიანასა და მშვიდ მირანდა კერის ერთი და იმავე სტილის სათვალე მოსწონთ, თითქმის ვერც ერთს ვერ ნახავთ ამ ორიგინალური აქსესუარის გარეშე. რაც მთავარია, ძალიანაც უხდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს განსხვავებული სახის ფორმა აქვს.

ხუთკუთხა ჩარჩოს თავისუფლად შეიძლება უნივერსალური ვუწოდოთ - ის, პრაქტიკულად, ნებისმიერი ტიპის სახეს უხდება. ასე რომ, მოემზადეთ ზაფხულის მწველ მზესთან შესახვედრად.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს