ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელისთვის დანაღმული ტერიტორია მზადდება

ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელისთვის დანაღმული ტერიტორია მზადდება

ქუთა­ის­ში, ნი­კე­ას და­სახლებაში არ­სებული ნა­გავ­საყრე­ლის გა­უქ­მება და ახალ ადგილზე მოწყობა იგეგ­მება. მო­სახლეობა ახალი ნა­გავ­საყრე­ლის შესაძლო ტე­რი­ტო­რი­ად ორ ად­გილს ასახელებს. ერ­თი ქალაქის ძვე­ლი შე­მოვ­ლი­თი გზის მახლობლად მდებარე ყოფი­ლი სამხედ­რო და­სახლება, ხოლო მე­ო­რე ე.წ. "და­ჩებია".

თუმცა ნა­გავ­საყრე­ლის ამ ადგილებში გა­და­ტა­ნას, მიმ­დებარე სოფ­ლების მო­სახლეობა ეწი­ნა­აღ­მდე­გება. ამასთან, როგორც ირკვევა ყოფილი სამხედრო დასახლება დანაღმულია და იქ ერ­თი ადა­მი­ა­ნი უკ­ვე და­ი­ღუ­პა. სწორედ ამ ტერიტორიას ასახელებენ ნა­გავ­საყრე­ლის მოწყობის ახალ ადგილად ქუ­თა­ი­სის ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში­ც. ვი­ცე-მე­რის ამი­რან ძო­წე­ნი­ძის თქმით, ქა­ლაქს ახალი ნა­გავ­საყრე­ლი ექ­ნება. თუმ­ცა, ძო­წე­ნი­ძე აქ­ვე გან­მარ­ტავს, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი­ აპრილი­დან ნა­გავ­საყრე­ლების მარ­თვა თვით­მმარ­თვე­ლობას ჩა­მო­ერ­თვა, ცენ­ტრა­ლურ ხელი­სუფ­ლებას გა­და­ე­ცა და ამ სა­კითხებში ისი­ნი ვე­ღარ ჩაერევი­ან.

სო­ფელ ჭოგ­ნარ­ში მცხოვ­რებლების განცხადებით კი, თუ ნი­კე­ა­ზე არ­სებული ნა­გავ­საყრე­ლი და­სახლების გარ­და, ქა­ლა­ქის მახლობლად მდებარე სოფ­ლებს წამ­ლავს, ნაგავსაყრე­ლის მდებარეობის შეცვლის შემ­დეგ სა­ერ­თო­ სი­ტუ­ა­ცია არ შე­იც­ვლება. მათი თქმით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქა­რი ყოველ დღე ქრის, ამი­ტომ ქა­ლა­ქი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ნა­გა­ვი ისევ უკან დაბრუნ­დება.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა