დედისფერული - პანკისის ხეობის ფშაური სოფელი გადაშენების საფრთხეშია

დედისფერული - პანკისის ხეობის ფშაური სოფელი გადაშენების საფრთხეშია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დედისფერულში ამჟამად 15-მდე ოჯახია დარჩენილი. სოფელში ორი ბავშვია და პანკისის ხეობის ფშაური სოფელი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. დედისფერულში, რომელსაც ადგილობრივები კაკლიანსაც უწოდებენ, უამრავი პრობლემაა. სოფლის დატოვების მიზეზად მოსახლეობა მძიმე სოციალურ პირობებს ასახელებს. სოფელში აღარ ფუნქციონირებს სკოლა, აქ დაახლოებით 15 წლის წინ დაიხურა საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება. ადგილობრივებს ამბულატორიაც არ აქვთ, დაზიანებული გზის გამო კი სასწრაფო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლებამდე ვერც კი მიდის. პრობლემაა ასევე სასმელი წყალი და სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაც. ამიტომ რეგიონის სტატისტიკური სურათი და ყველა ბოლოდროინდელი კვლევა, რომელიც სოციალურ ფონს ეხება, სამწუხარო სტატისტიკას უჩვენებს: გახშირებულია მიგრაცია, განსაკუთრებით სოფლებიდან.

სრული ვერსია

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა