ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნებს პრემიების უკან დაბრუნებით ემუქრებიან

ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნებს პრემიების უკან დაბრუნებით ემუქრებიან

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის მერსა და მერიის სამსახურების უფროსებს პრემიის სახით აღებული თანხების უკან დაბრუნებით ემუქრება. აღნიშნული განცხადება წულაიამ ბრიფინგზე გააკეთა და მაღალი თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ამსახველი დოკუმენტაციაც წარმოადგინა. როგორც ირკვევა, გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით ჩინოვნიკებზე დაახლოებით 60 000 ლარის ოდენობის პრემია გამოიწერა.

"პრემია მე მესმის, როდესაც საქმეს კარგად გააკეთებ და წაგახალისებენ, მაგრამ ამათ რა გააკეთეს. ქალაქის მერს ბესო ბრეგაძეს თანამდებობაზე დანიშვნიდან ორ-სამ კვირაში 2 750 ლარის პრემია აქვს გამოწერილი", - ამბობს წულაია.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა