სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 22 წლის ასლან მარგოშვილის მამა აეროპორტში დააკავეს

სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 22 წლის ასლან მარგოშვილის მამა აეროპორტში დააკავეს

ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 22 წლის ასლან მარგოშვილის მამა მერაბ მარგოშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა, რამდენიმე დღის წინ თბილისის აეროპორტში საათნახევრი ჰყავდათ დაკავებული. პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები და ჩეჩნები ამგვარ ფაქტებს ეთნიკურ წარმომავლობას უკავშირებენ. ისინი ამბობენ, რომ ასეთი პრობლემები ხეობაში მცხოვრებ თითქმის ყველა ქისტს და ჩეჩენს ექმნება.

"შარშან მინსკში ვიყავი წასული, ავად ვიყავი. პრობლემები შემიქმნეს, როცა გავდიოდი და როცა შემოვდიოდი, მაშინაც. ეს იყო გასული წლის მაისში. ეხლაც იგივე პრობლემის წინაშე დავდექი. საქართველოში როცა დავბრუნდით, ისევ გამაჩერეს. ძალიან ცუდად ვიყავი, საავადმყოფოდან მოვდიოდი, მაგრამ თბილისის აეროპორტში საათნახევრის განმავლობაში ჩამომაყენეს. მაინტერესებს, რატომ ვარ გაწითლებული და რატომ აკეთებენ ამას?" - განაცხადა მერაბ მარგოშვილმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აეროპორტში მერაბ მარგოშვილის დაყოვნებას იმ ფაქტით ხსნის, რომ ასლან მარგოშვილის ოჯახის წევრები შესაბამისი სამსახურების დაკვირვების ქვეშ არიან.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა