სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატს ანგარიშზე თანხა გაუყინეს

სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატს ანგარიშზე თანხა გაუყინეს

"სამართლიანი საქართველოს" სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ბაძგარაძე პარლამენტის თავმჯდომარეს დახმარების თხოვნით მიმართავს. ბაძგარაძე დავით უსუფაშვილისგან "ნაციონალური მოძრაობის" დროს მის მიმართ დარიცხული ჯარიმების გასაუქმებლად სამართლებრივი გზების მოძებნას ითხოვს.

როგორც ბაძგარაძე ამბობს, ის "ნაციონალების" რეჟიმის მიმართ მკაცრი განცხადებებით გამოირჩეოდა, რის გამოც სხვადასხვა დროს (2010–2012 წწ), ორჯერ დააჯარიმეს. ჯარიმის გადაუხდელობის გამო კი ბაძგარაძის საბანკო ანგარიშზე საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად დარიცხული თანხა დაყადაღებულია.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა