ქალმა 106 კგ დაიკლო და გაუბედურდა

ქალმა 106 კგ დაიკლო და გაუბედურდა

49 წლის შედო გრეის იმდენად შეეშინდა, რომ ჭარბი წონა მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა, რომ წონაში 100კგ-ით დაიკლო. შედომ ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გამოცემა The Daily Mail-ს, სადაც აღიარა, რომ წონაში დაკლებამ გააუბედურა.

მაშინ, როცა ჯერ კიდევ ჭარბწონიანი იყო, გრეიმ გარშემო შემოიკრიბა მსგავსი პრობლემის მქონე ქალები და კლუბი Curves-ი ჩამოაყალიბა. მალე კლუბი ჭარბწონიან ქალთა უფლებების დამცავ ორგანიზაციად იქცა. ისინი ებრძოდნენ ჭარბწონიანი ქალების დისკრიმინაციას. კლუბმა ფულადი მოგებაც მოიტანა.

შედო არასდროს კომპლექსდებოდა მისი წონით. მისი თქმით, 160 კგ-იანი ქალის გულის მოგებას უამრავი მამაკაცი ცდილობდა. წონის დაკლების აუცილებლობაში შედო ექიმმა დაარწმუნა. ოპერაციისა და დიეტის შემდეგ 1 წლის განმავლობაში მან 106 კგ-ით დაიკლო და საკმაოდ მოხდენილი გახდა.

ახლა მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ შადო ბედნიერი აღარაა. მან მიზანი დაკარგა. მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ახლა მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ფიგურა აქვს, მამაკაცები სულ უფრო იშვიათად აქცევენ ყურადღებას. სწრაფი გახდომის გამო, შადო მისსავე შექმნილ კლუბში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.

მისი თქმით, გულის სიღრმეში ის ყოველთვის 160კგ-იან ლამაზმანად დარჩება და გააგრძელებს ბრძოლას ჭარბწონიანი ქალების უფლებების დასაცავად.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს