ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი კონკურსის დასრულებამდე შეარჩიეს

ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი კონკურსის დასრულებამდე შეარჩიეს

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად შესაძლოა დაწესებულების ყოფილი უფროსი, ლადო პატარიძე დაინიშნოს. პატარიძე თვლის, რომ აღნიშნული თანამდებობისათვის საჭირო გამოცდილებასა და უნარებს ფლობს. თუმცა ძველ თანამდებობაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

რესურსცენტრის უფროსის შესარჩევი კონკურსი განათლების სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა. კონკურსი სამი ეტაპისაგან შედგება. რესურსცენტრის ხელმძღვანელობის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, გიორგი მჟავანაძემ კონკურსი უკვე დატოვა. როგორც მჟავანაძე ამბობს, მასში მონაწილეობა არ ღირს, რადგან ხელმძღვანელის ვინაობა უკვე გარკვეულია.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა