ქუთაისში ავარიამ საპატრულოს უფროსის მანქანა შეიწირა

ქუთაისში ავარიამ საპატრულოს უფროსის მანქანა შეიწირა

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე, ე.წ სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "ტოიოტა პრადოს" მარკის ჯიპი და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, "ტოიოტა პრადო" ქუთაისის საპატრულო პოლიციის უფროსის საკუთრებაა და მანქანასაც თავად მართავდა. შეჯახების შედეგად მანქანებს ცეცხლი გაუჩნდათ, თუმცა არც ერთი მათგანის მძღოლი არ დაშავებულა.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა