ვერძი
რაც უფრო ენერგიულად დაიწყებთ დღეს, მით მეტი საქმის შესრულებას მოასწრებთ. დღეს პასიური დასვენება გეკრძალებათ.
კურო
თუ არ იცით, როგორ დახარჯოთ ფული, რჩევა მეგობრებს ჰკითხეთ, თავადაც იმხიარულებთ და სხვებსაც გაართობთ.
ტყუპი
დღეს დასვენებისთვის ვერ მოიცლით, თუ გსურთ საქმეები კარგად და დროულად შესრულდეს, კოლეგების მიმართ მკაცრი და მომთხოვნი უნდა იყოთ.
კირჩხიბი
თუ ხვდებით, რომ გარშემო მყოფები თქვენი რჩევებით არ სარგებლობენ, შეეშვით. დახმარებისთვის ისევ თქვენ მოგმართავენ.
ლომი
ცვლილება შეიტანეთ ინტერიერში, გადააადგილეთ ავეჯი.
ქალწული
დღეს ნებისმიერ სიტუაციაში კომფორტულად იგრძნობთ თავს და თანამოაზრეებსაც გაიჩენთ. მთავარია, არავის არაფერს დაჰპირდეთ.
სასწორი
მაქსიმალურად ფრთხილად განვლეთ ეს დღე. გარშემო მყოფებს მოეჩვენებათ, რომ ჯიბრში უდგახართ, მათზე ჭორაობთ და წარმატების მიღწევაში უშლით ხელს.