აშშ-ში სიცილის ჩემპიონატი გაიმართა

აშშ-ში სიცილის ჩემპიონატი გაიმართა

აშშ-ში სიცილის მოყვარულებს შორის პირველი ჩემპიონატი გაიმართა. ღონისძიება კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოში ჩატარდა და გამოყენებითი და თერაპიული სიცილის ასოციაციის ყოველწლიური კონფერენციის ნაწილი გახდა.

სიცილის ჩემპიონატის ორგანიზატორი კანადელი რეჟისორი ალბერტ ნერენბერგია, რომელიც სიცილით დიდი ხანია დაინტერესებულია და ამ მოვლენას დოკუმენტური ფილმიც კი მიუძღვნა. ადრე ნერენბერგი მსგავს ტურნირს სამშობლოში, კანადასა და იაპონიაში მართავდა.

სიცილის პირველი ამერიკული ჩეპიონატის მონაწილეების მიზანი იყო მაყურებლები საკუთარი სიცილით გაეცინებინათ. კონკურსანტებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა სხვადასხვა სახეობაში - "ძლიერ", "მანიაკალურ", "ეშმაკურ" სიცილში შეეძლოთ.

ნარენბერგმა აღნიშნა, რომ კონკურსი არსებობის მანძილზე ცინიკურ-დეპრესიულ ადამიანებს ის არასდროს მოუგიათ.

მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს