”რეიტინგი” ნინი შერმადინის ბრალდებებს ინტერვიუს აუდიოჩანაწერით პასუხობს

”რეიტინგი” ნინი შერმადინის ბრალდებებს ინტერვიუს აუდიოჩანაწერით პასუხობს

ბოლო დროს რესპონდენტების მხრიდან ჟურნალისტების ლანძღვისა და მათზე "ხელის შეწმენდის" ფაქტები გახშირდა. ამიტომ ჟურნალმა ”რეიტინგმა” საჭიროდ ჩავთვალა მორიგი ცილისწამება უპასუხოდ არ დაეტოვებინა. დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკიდან საქართველოში ცოტა ხნით დაბრუნდა, ”რეიტინგი” მას სახლში ესტუმრა და მონატრებულ მომღერალთან ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუს თემა მისი ამერიკული ცხოვრება და იქ მიღწეული მუსიკალური წარმატებები იყო. ინტერვიუს ბოლოს ნინი საკუთარი ინიციატივით ამერიკაში მცხოვრებ ებრაელებსაც შეეხო, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო კონტექსტში მოიხსენია. შემთხვევა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ შტატის მეტროში მოხდა, ნინისა და ებრაელ მორწმუნეებს შორის, ნინიმ ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში დეტალურად გაშალა. ინტერვიუს ამ ნაწილს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. უკვე ერთი თვეა, ამ მასალაზე კომენტარებს ტოვებენ განაწყენებული და შეურაცხყოფილი ებრაელები და არა მხოლოდ ისინი.

მომღერალმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, სიტუაციიდან "იოლი" გამოსავალი მოძებნა და ყველაფერი ჟურნალს და ჟურნალისტს გადააბრალა. მას ამერიკაში სკაიპის საშუალებით დაუკავშირდა საიტ "ვარსკვლავების" რედაქტორი ბესო ჩუბინიძე და ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. ვიდეომიმართვაში, რომელიც უკვე "ფეისბუქზეც" გავრცელდა, ნინი თავს იმართლებს, ბოდიშს იხდის და ამ "გაუგებრობაში" ჟურნალს ადანაშაულებს. ამბობს, რომ ეს არ არის მისი შეცდომა, ამბობს, რომ, როგორც ჩანს, მასალის შემოკლების მიზნით ინტერვიუს ის ფრაზები აკლია, რომელმაც მასალა დაამახინჯა და კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ფრაზებმა გაანაწყენა ებრაელები. გთავაზობთ ჩანაწერს, ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელსაც ეს ხმაური მოჰყვა.

იხილეთ აუდიოჩანაწერი

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ”რეიტინგი”

იხილეთ ბმული: ნინი შერმადინი: "ყველაზე არავაჟკაცური ტიპი საქართველოში ყველაზე ვაჟკაც ამერიკელს სჯობია"

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)