კახა ბექაური კორპორაციული გადასახადის გაუქმების მომხრეა?

კახა ბექაური კორპორაციული გადასახადის გაუქმების მომხრეა?

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური კორპორაციული გადასახადის გაუქმების მომხრეა. ამასთან დაკავშირებით ბექაური "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ინტერნეტ-გამოცემა eastcapital.com-ზე გამოქვეყნებული სტატიიდან "ესტონეთის წარმატების საიდუმლო" ამონარიდს აქვეყნებს:

"1991 წლამდე ესტონეთი საბჭოთა კავშირის ყველაზე პატარა რესპუბლიკა იყო ბუნებრივი რესურსების გარეშე. დღეს, 22 წლის შემდეგ, ესტონეთს ყველაზე მაღალი მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. როგორ შეძლო ქვეყანამ ეკონომიკური ლიდერობა?

დღეს ყველა 21%-ის იხდის. ესტონეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, ვინც კორპორაციული გადასახადები გააუქმა. კორპორაციები მოგების გადასახადს არ იხდიან".

კახა ბექაურმა "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის თანამდებობა 2012 წლის ნოემბარში დატოვა. ბექაურმა მიზეზად ტელეკომპანიაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესი დაასახელა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს