სალომე ზურაბიშვილი - "რას გავს ეს 9 აპრილის ძეგლი?"

სალომე ზურაბიშვილი - "რას გავს ეს 9 აპრილის ძეგლი?"

ყოფილი საგარეო საქეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალს აკრიტიკებს. ამის შესახებ ექს-მინისტრი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.

"რას გავს ეს 9 აპრილის ძეგლი? არც მიესვლება ადამიანს და ვერც გაიგებ რისთვის ეს ქვა... და თუ დააკვირდით ამ აშენებულ გადაშენებულ ქვეყანაში რა დღეშია ყველა ის ძეგლი, რომელიც ქართველთა სამშობლოსათვის დადებულ მსხვერპლს და დაღუპულ გმირებს უნდა ეძღვნებოდეს. 9 აპრილის უსახო და უადგილო (იქ იმ ადგილას მხლოდ დაფა და წარწაერა უნდა იყოს ) გმირთა მოედანი მანქანების ტრასად ქცეული და ის ახალი ძეგლი ისე გაკეთებული, რომ სახელი ვერ წაიკითხო და ყვავილებით ვერ შეამკო. არაფერი რომ არ ვთქვა ქუთაისში აფეთქებულ ძეგლზე). ძნელია არ იფიქრო რომ შუშების, ველოსიპედების, გადახურულ გუმბათების, შლოპანცების, ნაირნაირ შადრევნების, ახალ ახალ სოფოს ტრუბების და ლიფტიან ტაძრების ქვეყანაში, როგორ თუ ვერ მოინახა ვერც თანხა, ვერც ადგილი, ვერც მოქანდაკე, ვინც დაღუპულ გმირთა სათანადო ადგილს მონახავდა და ძეგლს ააგებდა....ძნელია არ იფიქრო, რომ ესეც მიზანმიმართული ჩვენი წარსულის წაშლა განადგურებას ემსახურებოდა ... ???? შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ასე კი გამოიყურება...", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს