2006 წლის შემდეგ პირველად ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

2006 წლის შემდეგ პირველად ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

2006 წლის შემდეგ პირველად ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, ფორუმი ცენტრისა და რუსი პარტნიორების ინიციატივით ჩატარდება.

რუსული მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები. რაც შეეხება ქართულ მხარეს, მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ბანკების ასოციაცია, ავიაკომპანია "აირზენა", "ქართული ღვინის ექსპერტიორთა ასოციაციაში" შემავალი კომპანიები, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

როგორც გიორგი სეთურიძე აცხადებს, არანაირი კავშირი არ აქვთ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან და მათი მიზანია მხოლოდ ეკონომიკური წარმატება.

რაც შეეხება ფორუმს, სეთურიძის თქმით, ეს იქნება ორნაწილიანი. რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განიხილება რამდენიმე თემა, მათ შორის საუბარი იქნება სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმზე, საბანკო სექტორზე, ენერგეტიკაზე. ფორუმის შედეგების მიხედვით კი, დაიგეგმება მასშტაბური ბიზნესშეკრება თბილისში, რომელიც, სეთურიძის განცხადებით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს შედგება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ