ქალს მშობიარობის შემდეგ სახეზე თმა ამოუვიდა

ქალს მშობიარობის შემდეგ სახეზე თმა ამოუვიდა

49 წლის გერმანელი ქალი, სახელად მარიამი ბლანჟეს ატარებს და ამბობს, რომ ასეთი სექსუალური არასდროს ყოფილა.

მარიამს სახეზე თმიანობა მას შემდეგ დაეწყო, როდესაც 28 წლის წინ იმშობიარა. ჰორმონალური დარღვევის შემდეგ ქალბატონს სახეზე თმები ამოუვიდა. რამდენიმე წლის წინ მან ეპილაციაზე უარი თქვა. ის ბრიტანულ ტელეშოუში "This Morning" სტუმრად იმყოფებოდა. ქალბატონი ტელეწამყვანებს გულახდილად ესაუბრა და განაცხადა, რომ გარეგნობის გამო ყველაზე მეტად დედა აკრიტიკებს. მარიამის დედა ქალიშვილს ეხვეწება, თავს პატივი სცეს და ეპილაცია გაიკეთოს.

"დღეს თავს კარგად ვგრძნობ. წვერი მაქვს, მაგრამ მაკიაჟი მალამაზებს. სახიდან თმის მოსაშორებლად უამრავი ხერხი ვცადე, მათ შორის ეპილაციაც, გელიც, პინცეტიც, მაგრამ თმა უფრო ხშირდებოდა და ამ პროცედურების გაკეთება ყოველ დილით მიწევდა. რამდენიმე წლის წინ უმუშევარი დავრჩი და პროცედურებისთვის ფულის გადახდას ვეღარ ვახერხებდი, ამიტომ მის ზრდას ხელი არ შევუშალე", - ამბობს ქალბატონი.

მომზადებულია This Morning-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს