რა იგეგმება 19 აპრილს ახალციხის ციხეში?

რა იგეგმება 19 აპრილს ახალციხის ციხეში?

ახალციხის ციხის ახალი დირექტორი ოფიციალურად 28 მარტიდან ჰყავს. ამ თანამდებობაზე გუჯა ბიჭაშვილმა ბესიკ ბლიაძე შეცვალა. გუჯა ბიჭაშვილი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე ახალციხის ციხეში საკადრო ცვლილებები არ განუხორციელებია. მისი თქმით, გათავისუფლებების ნაცვლად ახალი თანამშრომლების მიღებას გეგმავს. ციხის ადმინისტრაციას ტურისტული სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.

- "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ ახალციხის ციხიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს...

- ვანო მერაბიშვილის ბოდვა არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ვანო მერაბიშვილი ფაშასავით იყო გამეფებული სამცხე-ჯავახეთში. ამას პოლიტიკურ სარჩულს ნუ დაუდებს ნურავინ, არცერთი პიროვნება, რომელიც აქამდე მუშაობდა, გათავისუფლებული არ არის. პირიქით, ჩვენ თანამშრომლებს, ყველას აბსოლუტურად, დამლაგებლებს, მეეზოვეებს ვაბრუნებთ და ვამატებთ. ის რაც მოხდა ზამთრის პერიოდში, ეს იყო დროებითი, სეზონური შემცირება. მე რაც მოვედი აქ, თანაშრომლების ნახევარი დამხვდა, მაგრამ ის, რომ მე ვინმე გავათავისუფლე, მცდარი ინფორმაციაა. მას უნდოდა პოლიტიკური სარჩული დაედო, რომ აქ რაღაც ხდება.

- როგორ ემზადება ახალციხის ციხის ადმინისტრაცია ახალი ტურისტული სეზონისთვის?

-ნელ-ნელა მაღაზიები იხსნება, ციხის ტერიტორიაზე გადაღებები მიმდინარეობს. აპრილის თვეა და ტურისტები ნელ-ნელა იწყებენ მოძრაობას. ზამთარს მკვდარი სეზონი ჰქვია, ამიტომ მაშინ იყო ხარვეზი, რომ შეამცირეს. მგონი აწი უკვე სხვანაირი ელფერი მიეცემა და ასე აღარ იქნება, რომ ციხემ მხოლოდ სეზონურად იმუშავოს. 19 აპრილს დიდი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ფეიერვერკით დასრულდება და ეს იქნება ახალი ტურისტული სეზონის გახსნა. შეუძლია მთელ სამცხე-ჯავახეთს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს მობრძანდეს. ასევე, სხვადასხვა ჯიშის ვენახები შემოვიტანეთ საგურამოდან, ბატონი ბიძინას მეურნეობიდან, ეს არის კარდინარი, მესხური, იტალიური, ჩინური ვაზის ჯიშები, რომლებიც ტერასებზე უკვე დარგულია. ასევე სხვადასხვა ჯიშის მესხური ხეები შემოვიტანეთ, ხიზაბავრიდან და ვარძიის მხრიდან და აქ ვაშენებთ. ასე რომ, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა