თინა ხიდაშელი სახელმძღვანელოებზე - "სახელმწიფო გადაიხდის ბიუჯეტიდან იმას, რასაც მანამდე მშობელი იხდიდა"

თინა ხიდაშელი სახელმძღვანელოებზე - "სახელმწიფო გადაიხდის ბიუჯეტიდან იმას, რასაც მანამდე მშობელი იხდიდა"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი უფასო სახელმძღვანელოების თემას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"კიდევ ორი სიტყვა უნდა დავწერო იმაზე, რომ თურმე ეს ბლეფია და უფასო არაფერია ამ ქვეყნად.

ბლეფი არ არის, იმიტომ რომ საჯარო სკოლის მოსწავლე შვილების მშობლები სახელმძღვანელოებს აღარ იყიდიან. არაფერია უფასოზე კი ცოტა უფრო გრძლად.

ბევრი წერს, რომ უფასო არაფერია მაინც ჩვენი გადასახადებიდან მიდისო. ზუსტად ამას მეუბნებიან საბავშვო ბაღების გადასახადისაგან გათავისუფლებაზე და მარტივი პასუხი აქვს ამას. დიახ, უფასო არ არის, სახელმწიფო გადაიხდის ბიუჯეტიდან იმას, რასაც მანამდე მშობელი იხდიდა. ის გადასახადები სწორედ ამ მშობლებისაგან გადახდილი ფულით გროვდება და მერე სახელმწფო წყვეტს პრიორიტეტებს. ეს სახლემწუფო კი განყენებული არ უნდა იყოს და არც პრიორიტეტები უნდა იყოს აბსტარქტული, მე აქ ავაშენებ ქალაქს, აქ ავაშენებ შუშის ხიდს და ა.შ. ეს ბიუჯეტი უკან უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება. განათლება ყველაზე მეტად გვჭირდება და კიდევ სიცოცხლის გადარჩენა - ანუ ჯანდაცვაში ინვესტიცია, და მერე ყველაფერი უკეთ იქნება. ეს არის და ეს. არა მგონია რთული გასაგები იყოს. დიახ, სახელმწიფო მშობლების გადახდილ გადასახადებს მათ უკან უბრუნებს წიგნებით, და მშობლები მეორედ აღარ გადაიხდიან. სულ ეს არის", - წერს ხიდაშელი.

2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ 145-ე სკოლაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებას ასრულებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უფასო სახელმძღვანელოები მშობლებს თანხის დაზოგვის და სხვა მიმართულებით გამოყენების საშუალებას მისცემს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს