ოლეგ იაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ

ოლეგ იაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ

24 მარტს ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია კასპში კომპანია "ლებეს" დაევალა. კასპის გამგეობის ეს გადაწყვეტილება მიუღებლია კასპის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" თავმჯდომარის ხათუნა თათანაშვილისთვის. მისი თქმით, კომპანია, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ამავე საკრებულოს წევრია, წლებია გამგეობის მიერ დაკვეთილ სამუშაოებს სათანადოდ ვერ ასრულებს და მასთან ფარულ კორუფციულ გარიგებაში თავად მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძეა ჩართული.

"რესპუბლიკელი" თათანაშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ოლეგ იაძე. "კომპანია "ლებეს" აქვს გარკვეული გამოცდილება. იქ კასპელები მუშაობენ და მათ უკეთ შეუძლიათ სამუშაოების წარმოება. აბა, ჩხოროწყუდან ხომ არ ჩამოვიყვანდით? საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მოგვეცა უფლება ყოველგვარი ტენდერის გარეშე ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაგვედო "ლებესთან" ხელშეკრულება. სამუშაოები ახალი დაწყებულია და რომელ კორუფციულ გარიგებაზე და თანხის ფლანგვაზეა საუბარი", - აცხადებს ოლეგ იაძე საკრებულოს წევრის ბრალდების საპასუხოდ.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა