ალასანიას დეიდაშვილი კასპის პოლიციის უფროსს ბრალდებებს უყენებს

ალასანიას დეიდაშვილი კასპის პოლიციის უფროსს ბრალდებებს უყენებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას დეიდაშვილი და "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ბესტავაშვილი კასპის პოლიციის უფროსს, მამუკა ჯანანაშვილს ბრალდებებს უყენებს. ბესტავაშვილის პოლიციის უფროსის მხრიდან მოქალაქეების დაბარებებს აპროტესტებს. მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელი კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გოგოლაურის გადადგომას მოაწერეს, სამმართველოში ხშირად იბარებენ.

"ჩვენ ერთ საათში შევაგროვეთ 80 -მდე ხელმოწერა. ამის შემდეგ პოლიციის უფროსმა სამმართველოში იმ ადამიანების დაბარება დაიწყო, რომლებმაც განცხადებაზე ხელი მოაწერეს. ეს არის სრულიად უკანონო ქმედება და ადამიანების დევნა", - აცხადებს გიორგი ბესტავაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა